Sunday 9 September 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგი საინტერესოდ და აქტიურ რეჯიმში წარიმართა.მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტის გეგმები პრეზენტაციის სახით.გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება,რომლებსაც გავითვალისწინებთ ახალი პროექტების დაგეგმვის დროს.ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის,ვისწავლე თუ როგორ გავაკეთო კარგი პროექტი სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით.რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქ.-ნ შორენას.

Saturday 8 September 2018

მერვე დღის რეფლექსია


მოსწავლის პრეზენტაცია
მერვე დღის რეფლექსია დავიწყეთ 7 მოდულით (ფასილიტაცია ტექნოლოგიებით)ვისაუბრეთ ეროვნულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებზე.დავამზადეთ ბუკლეტები საკუთარი პროექტის სათაურიდან გამომდინარე,ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ კი ავტვირთეთ ფოტოები,დავდეთ ლინკები,გავაკეთეთ გვერდები.

Tuesday 4 September 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოსწავლის ნამუშევარი 
დღეს,თავდაპირველად დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის ფორმები. გავეცანით მეექვსე მოდულის მასალებს.ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებებზე,როგორ განვავითაროთ თვითგანვითერების უნარი მოსწავლეებში,შევავსეთ საკუთარ პროექტში ინფორმაცია.მოსწავლის ნამუშევარი ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ.

Saturday 1 September 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით  სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულს.ერთმანეთს გავაცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.ვისაუბრეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმაზე.შევქმენით საკუთარი თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.ტრენინგის დასასრულს გავეცანით იმ ეტაპებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ მთელი პროექტის მსვლელობის დროს.

Thursday 30 August 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს მესამე და მეოთხე მოდულებს თავისი აქტივობებით.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე,გავეცანით ჩანაწერებს. ვისწავლეთ   როგორ გავაკეთოთ სრულყოფილი პრეზენტაცია  ბავშვის ენით.ტრენინგზე მოწოდებული მასალებიც ძალაინ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ჩვენი ტრენენრის მიერ.

Tuesday 28 August 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს გავეცანით  2 მოდულის  მე-3 აქტივობას,ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე.გავეცანით შეფასების 5 მიზანს:მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას,თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას,პროგრესის მონიტორინგს,ნასწავლის გააზრების შემოწმებასა და მეტაკოგნიტურ აზროვნებას,ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.  გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნაც.