სსსპ ქ.ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა,თეონა არაბიძემ, ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თემაზე:"როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეებს მოტივაცია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის გამოყენებით".
პედაგოგიური პრაკტიკის კვლევა
ინტელი
Friday, 12 October 2018
Sunday, 9 September 2018
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგი საინტერესოდ და აქტიურ რეჯიმში წარიმართა.მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი პროექტის გეგმები პრეზენტაციის სახით.გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება,რომლებსაც გავითვალისწინებთ ახალი პროექტების დაგეგმვის დროს.ინტელის ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის,ვისწავლე თუ როგორ გავაკეთო კარგი პროექტი სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით.რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქ.-ნ შორენას.
Saturday, 8 September 2018
მერვე დღის რეფლექსია
მოსწავლის პრეზენტაცია
მერვე დღის რეფლექსია დავიწყეთ 7 მოდულით (ფასილიტაცია ტექნოლოგიებით)ვისაუბრეთ ეროვნულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებზე.დავამზადეთ ბუკლეტები საკუთარი პროექტის სათაურიდან გამომდინარე,ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ კი ავტვირთეთ ფოტოები,დავდეთ ლინკები,გავაკეთეთ გვერდები.
Tuesday, 4 September 2018
მეშვიდე დღის რეფლექსია
მოსწავლის ნამუშევარი
დღეს,თავდაპირველად დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის ფორმები. გავეცანით მეექვსე მოდულის მასალებს.ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებებზე,როგორ განვავითაროთ თვითგანვითერების უნარი მოსწავლეებში,შევავსეთ საკუთარ პროექტში ინფორმაცია.მოსწავლის ნამუშევარი ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ.
დღეს,თავდაპირველად დავწყვილდით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის ფორმები. გავეცანით მეექვსე მოდულის მასალებს.ვისაუბრეთ მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებებზე,როგორ განვავითაროთ თვითგანვითერების უნარი მოსწავლეებში,შევავსეთ საკუთარ პროექტში ინფორმაცია.მოსწავლის ნამუშევარი ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე გავაზიარეთ.
Saturday, 1 September 2018
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულს.ერთმანეთს გავაცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.ვისაუბრეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმაზე.შევქმენით საკუთარი თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.ტრენინგის დასასრულს გავეცანით იმ ეტაპებს, რაც უნდა გავითვალისწინოთ მთელი პროექტის მსვლელობის დროს.
Thursday, 30 August 2018
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს მესამე და მეოთხე მოდულებს თავისი აქტივობებით.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე,გავეცანით ჩანაწერებს. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ სრულყოფილი პრეზენტაცია ბავშვის ენით.ტრენინგზე მოწოდებული მასალებიც ძალაინ საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ჩვენი ტრენენრის მიერ.
Tuesday, 28 August 2018
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს გავეცანით 2 მოდულის მე-3 აქტივობას,ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე.გავეცანით შეფასების 5 მიზანს:მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას,თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას,პროგრესის მონიტორინგს,ნასწავლის გააზრების შემოწმებასა და მეტაკოგნიტურ აზროვნებას,ასევე განმსაზღვრელ შეფასებას. გავიხსენეთ პრეზენტაციის შექმნაც.
Subscribe to:
Posts (Atom)